უკრაინის რადამ თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ალექსეი რეზნიკოვის გათავისუფლებას მხარი დაუჭირა
უკრაინის რადამ თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ალექსეი რეზნიკოვის გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ალექსეი რეზნიკოვის გათავისუფლებას მხარი დაუჭირა.

როგორც უკრაინული მედია წერს, დადგენილებას მხარი დაუჭირა 327-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი კი ოთხი დეპუტატი იყო.

რეზნიკოვმა მინისტრის თანამდებობაზე 552 დღე იმუშავა. მისივე თქმით, მინისტრად დანიშვნიდან 125 დღეში ქვეყანაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. მან ისაუბრა იმ წარმატებებზე, რასაც სამინისტრომ მისი მინისტრობის პირობებში მიაღწია.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ალექსეი რეზნიკოვს თანამდებობაზე რუსტემ უმეროვი შეცვლის, რომლის დანიშვნის საკითხსაც რადა 6 სექტემბერს განიხილავს.

ალექსეი რეზნიკოვმა უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება უკრაინის რადას 4 სექტემბერს წარუდგინა.