უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მომავალ წელს ელოდება
Ukrainian Defense Minister Oleskii Reznikov speaks to the media after a meeting of the Ukraine Defense Contact Group at Ramstein Air Base in Ramstein-Miesenbach, Germany, on April 21. Thomas Lohnes/Getty Images
უკრაინის თავდაცვის მინისტრი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მომავალ წელს ელოდება. ამის შესახებ ალექსეი რეზნიკოვმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
რეზნიკოვის თქმით, ის მომავალ წელს დაგეგმილ ნატო-ს სამიტს განიხილავს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესაძლო დროდ.
„ვინ იცის, იქნებ ეს იყოს ძალიან მნიშვნელოვანი დღე უკრაინისთვის. ეს მხოლოდ ჩემი პროგნოზია“, – განუცხადა რეზნიკოვმა „სიენენს“.
ამასთან, რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ შეძლებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალ ზაფხულამდე ომი დასრულდება და უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების სარგებელი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გათვალისწინებით გაიზარდა.
“გამარჯვების შემდეგ ეს აუცილებლად იქნება ნატო-ს ინტერესებში, რადგან ჩვენ გავხდით ნატო-ს ნამდვილ აღმოსავლურ ფარად. უკრაინამ მოიპოვა უზარმაზარი საბრძოლო გამოცდილება და ისწავლა, თუ როგორ შეაკავოს და დაამარცხოს რუსები ნატო-ს სტანდარტების შეიარაღების გამოყენებით”, – განაცხადა რეზნიკოვმა.