ალექსეი რეზნიკოვი - უკრაინელმა მფრინავებმა F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვის სწავლა უკვე დაიწყეს
ალექსეი რეზნიკოვი - უკრაინელმა მფრინავებმა F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვის სწავლა უკვე დაიწყეს

უკრაინელმა მფრინავებმა F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მართვის სწავლა უკვე დაიწყეს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა უკრაინულ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ცნობით, მფრინავების გარდა, სწავლებაში მონაწილეობენ ასევე ინჟინრები და ტექნიკოსები.

მისი თქმით, მფრინავების მომზადების მინიმალური ვადა ექვსი თვეა. როგორც რეზნიკოვმა აღნიშნა, სწავლის დასრულების შესახებ ინსტრუქტორები განაცხადებენ, როდესაც ნახავენ, როგორ აითვისეს ახალი უნარები უკრაინელმა სამხედროებმა და ტექნიკურმა პერსონალმა.

„სწავლის სახით მომზადების ეს პერიოდი დაიხარჯება, რათა გაგრძელდეს პროექტი იმის გასაგებად, თუ როდის გვექნება უშუალოდ თვითმფრინავები. ასევე, რაც მთავარია – რამდენი“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.