ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინა ყირიმსა და ყირიმის ხიდზე დარტყმებს გააგრძელებს

10:32, 25.07.2023

უკრაინის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ რუსების მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და ყირიმის ხიდზე დარტყმების განხორციელებას, რადგან მტრის ლოგისტიკური მარშრუტების განადგურება ნორმალური ტაქტიკაა, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა ამერიკულ ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ყველა ეს სამიზნე ოფიციალურია, რადგან მათზე დარტყმები შეამცირებს რუსების შესაძლებლობას, აწარმოონ ჩვენ წინააღმდეგ ომი და დაეხმარება უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენას. ეს ნორმალური ტაქტიკაა – მტრის ლოგისტიკური მარშრუტების დანგრევა, რათა შეჩერდეს მისი შესაძლებლობები, მიიღოს მეტი საბრძოლო მასალა, საწვავი, სურსათი და ა.შ. ამიტომ ჩვენ გამოვიყენებთ ამ ტაქტიკას მათ წინააღმდეგ“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

მანამდე, გასული კვირის ბოლოს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდი უკრაინისთვის კანონიერი სამიზნეა, რადგან მისი საშუალებით ოკუპანტებს იარაღი გადააქვთ.

მსგავსი