მარტვილის მუნიციპალიტეტში ორივე უბნის მონაცემების თანახმად, საკრებულოს შუალედური არჩევნები „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოიგო
მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში ორივე უბნის მონაცემების მიხედვით, საკრებულოს შუალედური არჩევნები „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, რობერტ კაკულიამ მოიგო. მარტვილში უკვე ხმათა 100 პროცენტია დათვლილი.
კიწიის თემში არჩევნებში მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი იღებდა მონაწილეობას, შესაბამისად მან უბნებზე მისული ამომრჩევლების ხმების 100 პროცენტი მიიღო.
ცესკო-ს ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემის ორ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 51.22 პროცენტი, რაც რაოდენობრივად 565 ამომრჩეველია.