ლაგოდეხში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 57.6 პროცენტი, ადიგენში 60.5, ხოლო მარტვილში 51.22 პროცენტი შეადგინა
ლაგოდეხში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 57.6 პროცენტი, ადიგენში 60.5, ხოლო მარტვილში 51.22 პროცენტი შეადგინა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს შუალედური არჩევნების დასრულებისა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ბრიფინგი გაიმართა.

ცესკო-ს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, შვიდივე საარჩევნო უბანი დროულად, საღამოს 20:00 საათზე დაიხურა.

„20:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, აფენის თემის ოთხ საარჩევნო უბანზე შეადგინა 57.6 პროცენტი, რაც რაოდენობის მიხედვით არის 2 413 ამომრჩეველი, ადიგენის მუნიციპალიტეტის არალის თემის საარჩევნო უბანზე 60.5 პროცენტი, რაც რაოდენობრივად 887 ამომრჩეველია, ხოლო მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემის ორ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 51.22 პროცენტი, რაც რაოდენობრივად 565 ამომრჩეველია“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, არჩევნების დღემ ყველა საარჩევნო უბანზე ჩაიარა მშვიდ გარემოში და ამომრჩევლებს შეეძლოთ, თავისუფლად გამოეხატათ საკუთარი ნება. ანა მიქელაძის ცნობით, საარჩევნო უბნებზე არც ერთი საჩივარი არ დაწერილა.

„ამ წუთებში საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება შემაჯამებელი ოქმები, ისინი მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც უმოკლეს დროში ატვირთავენ საარჩევნოს მართვის ელექტრონულ პროგრამაში“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

დატოვე კომენტარი