მამუკელაშვილის 7 ქულა „ოკლაჰომასთან“ - სანდრომ 20 წუთი ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT
მამუკელაშვილის 7 ქულა „ოკლაჰომასთან“ - სანდრომ 20 წუთი ითამაშა [ვიდეო] #1TVSPORT

NBA-ის რეგულარული სეზონის დაწყებამდე, გასული სეზონის ჩემპიონი „მილუოკი ბაქსიპრესეზონის ბოლო მატჩებს მართავს. ამჯერად სანდრო მამუკელაშვილის გუნდი სახლში „ოკლაჰომას“ დაუპირისპირდა და 130:110 დაამარცხა.

ბაქსს“ ლიდერები დაუბრუნდნენ, შესაბამისად ქართველ მძიმე ფორვარდს წინა მატჩებისგან განსხვავებით, თავის გამოსაჩენად შედარებით უფრო მცირე დრო ჰქონდა. მამუკელაშვილმა 20:03 წუთი ითამაშა და ამ დროში 7 ქულის, 2 პასისა და 2 მოხსნის (თითო-თითო შეტევაში და დაცვაში) დაგროვება მოასწრო. სანდრომ 1-დან 1 სამქულიანი გამოიყენა, საშუალოდან კიდ 4-ჯერ ისროლა და 2-ჯერ ზუსტად. მან ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და 2-ჯერ დაჯარიმდა.

 

შეხვედრაში მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდმა უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა და მეტოქეს 16 ქულით გაექცა, დიდ შესვენებამდე „მილუოკიმ“ ეს სხვაობა 27-მდე გაზარდა და მიუხედავად იმისა, რომ დარჩენილი მეოთხედები „ოკლაჰომას“ სასარგებლოდ დასრულდა, „ბაქსმა“ მაინც 20 ქულით გაიმარჯვა.

მატჩში ყველაზე შედეგიანი ლუგენც დორტი იყო 19 ქულით, მოგებული გუნდიდან კი საუკეთესო ჯორდან ნვორა იყო 15 ქულითა და 8 მოხსნით.

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილმა წინა შეხვედრაში „ბრუკლინ ნეტსთან“ 20 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

შემდეგ შეხვედრას „მილუოკი ბაქსი“ 14 ოქტომბერს „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ გამართავს.