„სან ანტონიომ“ „ოკლაჰომა“ სტუმრად დაამარცხა და NBA-ს ფინალში „ნიუ იორკს“ შეხვდება #1TVSPORT
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებული მეშვიდე მატჩში გამოვლინდა. „სან ანტონიო სპურსისა“ და „ოკლაჰომა თანდერსის“ დაპირისპირებებში ექვსი მატჩის შემდეგ ანგარიში 3:3 იყო. გადამწყვეტი შეხვედრისთვის გუნდები ოკლაჰომაში შეიკრიბნენ. ისევ და ისევ ვიქტორ ვემბანიამას კარგი თამაშის წყალობით „სან ანტონიომ“ 111:103 გაიმარჯვა და NBA-ს ფინალში გავიდა.
ვიქტორმა 22 ქულა ჩააგდო, მისმა თანაგუნდელმა ჯულიენ ჩამპანმა – 20. „ოკლაჰომაში“ კი 35 ქულით შაი გილჯიუს ალექსანდერი გამოირჩა.
ფინალური სერია 4 ივნისს დაიწყება, „სან ანტონიოს“ მეტოქე აღმოსავლეთის კონფერენციის ჩემპიონი „ნიუ იორკი“ იქნება.