გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ სერიაში მადრიდის „რეალი“ დაამარცხა და ესპანეთის ლიგის ნახევარფინალშია #1TVSPORT
გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ესპანეთის საკალათბურთო ლიგის ნახევარფინალშია. მადრიდის „რეალთან“ სერიის მესამე მატჩი კუნძულელებმა სტუმრად 107:95 მოიგეს.
ვეტერანმა ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრაში მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მიიღო, ხოლო „ტენერიფელთა“ რიგებში საუკეთესო 29 ქულით ავსტრალიელი პატი მილსი იყო.
ქართველი კალათბურთელის გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში „მურსიასა“ და „ბარსელონას“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.