მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილ „მონაკოს“ საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალამდე ერთი გამარჯვება აშორებს #1TVSPORT
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა „მონაკომ“ საფრანგეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩში სტუმრად „ნანტერი“ 83:61 დაამარცხა, სერიაში 2:1 დაწინაურდა და ფინალამდე ერთი გამარჯვება აშორებს.
მონაკოელთა რიგებში შეხვედრაში საუკეთესო საფრანგეთის ნაკრების მოთამაშე ელი ოკობო იყო, რომელმაც მატჩი 23 ქულით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 5 მოხსნით დაასრულა. 21 ქულა ჰქონდა მეტიუ სტრაჟელს.
„მონაკომ“ პლეიოფის პირველ ეტაპზე „ბურგი“ 2:0 დაამარცხა, ხოლო „ნანტერის“ ძლევის შემთხვევაში ფინალში „პარიზსა“ და „შოლეს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.
„ნანტერთან“ სერიის მეოთხე მატჩი მარკოიშვილის გუნდს 8 ივნისს ელის.