„ნიუ იორკ ნიქსი“ 1999 წლის შემდეგ NBA-ს სუპერფინალში პირველად ითამაშებს #1TVSPORT
„ნიუ იორკ ნიქსი“ 1999 წლის შემდეგ NBA-ს სუპერფინალში პირველად ითამაშებს #1TVSPORT

1999 წლის შემდეგ პირველად „ნიუ იორკ ნიქსი“ NBA-ს სუპერფინალში ითამაშებს. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში ნიუიორკელებმა „კლივლენდ კავალიერსს“ შანსი არ დაუტოვეს და სერია მშრალი ანგარიშით, 4:0 მოიგეს.

„ნიქსმა“ სერიის მეოთხე შეხვედრაში მეტოქე 37-ქულიანი სხვაობით, 130:93 დაამარცხა.

გამარჯვებულთა შემადგენლობაში საუკეთესო კარლ-ენტონი თაუნსი იყო, მის ანგარიშზე 19 ქულა, 14 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარებაა. ოუჯი ანენობიმ შეხვედრა 17 ქულით, 7 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

NBA-ს სუპერფინალში „ნიუ იორკის“ მეტოქე „სან ანტონიოსა“ და „ოკლაჰომას“ შორის გამარჯვებული იქნება. ამ გუნდების სერიაში ანგარიში 2:2-ია.