NBA | სანდრო მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე თითო ქულა და მოხსნა დააკლდა #1TVSPORT

10:24, 21.11.2026

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში წარმატებული დღე ჰქონდათ სანდრო მამუკელაშვილის „ლეიკერსსა“ და გოგა ბითაძის „ორლანდოს“. ორივემ ორქულიანი სხვაობით მოიგო. „ლეიკერსმა“ შინ „საკრამენტო კინგსი“ 106:104 დაამარცხა, ხოლო „ორლანდომ“ „ბრუკლინ ნეტსს“ სტუმრად 113:111 აჯობა.

მამუკელაშვილი ორმაგ დუბლს მიუახლოვდა: 20 წუთში 9 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა.

გოგა ბითაძემ 15 წუთში 4 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი ჩაიწერა.

35 ქულით ორლანდოელთა ბომბარდირი ფრანც ვაგნერი გახდა. „ლეიკერსის“ მოგებაში კი ლუკა დონჩიჩმა 26-ქულიანი წვლილი შეიტანა.

ლოსანჯელესელები მომდევნო მატჩს 24 ნოემბერს შინ „იუტასთან“ გამართავენ, ორლანდოელები 23 ნოემბერს „ვაშინგტონს“ ეწვევიან.

მსგავსი