თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალშია #1TVSPORT

თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ ესპანეთის საკალათბურთო ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის სერიის მესამე, გადამწყვეტ მატჩში „მურსია“ სტუმრად 100:76 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

შენგელიამ მწვრთნელისგან შეხვედრაში 24 წუთი მიიღო, მის ანგარიშზე 12 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და ერთი დაფარება იყო.

„ბარსელონას“ რიგებში ყველაზე მეტი – 23 ქულა ჰქონდა ვილ კლაიბერნს.

ესპანეთის საკალათბურთო ლიგის ნახევარფინალში „ბარსელონა“ გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ შეხვდება, რომელმაც წინა ეტაპზე მადრიდის „რეალს“ სერიაში 2:1 სძლია.