„თბილისი არენას“ ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელი მიენიჭა #1TVSPORT
„თბილისი არენას“ ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელი მიენიჭა #1TVSPORT

ოთარ ქორქია და ნოდარ ჯორჯიკია ლეგენდარული ქართველი კალათბურთელები იყვნენ ევროპის და საბჭოთა კავშირის ჩემპიონები, ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონები. ოთარ ქორქიას ხელმძღვანელობით კი 1962 წელს თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა თასის გამარჯვებული გახდა. „თბილისი არენას“ ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელი მიენიჭა. ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ქართული კალათბურთის ისტორიისთვის.

ღონისძიება დაემთხვა ჯუნიორ NBA-ის გახსნას, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოსა და კალათბურთის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით უკვე მეათედ ტარდება. ჯუნიორ NBA-ის ლიგა, NBA-ის ანალოგიური პრინციპით ტარდება. ჩემპიონატის მიმდინარეობისას თითოეული მონაწილე გუნდი სპეციალური კენჭისყრის შედეგად შერჩეულ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წევრ გუნდს წარმოადგენს, რომლის სახელითაც ის მთელი ჩემპიონატის განმავლობაში იასპარეზებს.

საკვალიფიკაციო ეტაპების შედეგად A, B და C ლიგებში 90 გუნდი და 1300- მდე ახალგაზრდა კალათბურთელი მონაწილეობს, რომელთაც საჩუქრად კენჭისყრის შედეგად გამოვლენილი NBA-ის შესაბამისი გუნდის ფორმები გადაეცემათ. „

A ლიგის თამაშები დივიზიონების მიხედვით თბილისში, რუსთავში, ხაშურში, გურჯაანში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება, ხოლო B და C ლიგის თამაშებს კი მთლიანად დედაქალაქი უმასპინძლებს.