გამოვლინდა NBA-ს ყველაზე გადაფასებული კალათბურთელი #1TVSPORT
გამოვლინდა NBA-ს ყველაზე გადაფასებული კალათბურთელი #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მოთამაშეებმა გამოკითხვის შედეგად დაასახელეს დღეისთვის ლიგის ყველაზე გადაფასებული კალათბურთელები. ინტერნეტგამოცემა The Athletic-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, ამ ანტირეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა „ჰიუსტონის“ ცენტრმა, ალპერენ შენგიუნმა.

თურქმა კალათბურთელმა მიიღო 81 გამოკითხული კალათბურთელის ხმების 12.3 პროცენტი.

სრული სია ასე გამოიყურება:

  1. ალპერენ შენგიუნი (ჰიუსტონი) – 12,3%
  2. რუდი გობერი (მინესიტა) – 8,6%
  3. ტრეი იანგი (ვაშინგტონი) – 8,6%
  4. კარლ-ენტონი თაუნსი (ნიუ იორკი) – 7,4%
  5. პაოლო ბანკერო (ორლანდო) – 4,9%
  6. ჯა მორანტი (მემფისი) – 4,9%
  7. დენი ავდია (პორტლენდი) – 3,7%
  8. სკოტი ბარნსი (ტორონტო) – 3,7%
  9. ლუკა დონჩიჩი (ლეიკერსი) – 3,7%
  10. პასკალ სიაკამი (ტორონტო) – 3,7%