NBA | „ნიუ იორკმა“ „სან ანტონიოსთან“ სუპერფინალური სერიის მეორე მატჩიც მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

„ნიუ იორკ ნიქსმა“ „სან ანტონიო სპურსი“ NBA-ს 2026 წლის სუპერფინალური სერიის მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა და 2:0 დაწინაურდა.

„სან ანტონიოს“ მოედანზე გამართული მეორე მატჩი აღმოსავლეთ კონფერენციის წარმომადგენელმა დრამატულ ბრძოლაში, 105:104 მოიგო.

„ნიქსი“ მეორე ტაიმში დამაჯერებლად იგებდა, თუმცა მასპინძლებმა 14-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და მეოთხე მეოთხედის მიწურულს, თანაბარ ანგარიშზეც ბოლო შეტევა ჰქონდათ, თუმცა ვიქტორ ვემბანიამამ ბურთი დაკარგა, შემდეგ „სან ანტონიო“ ჯეილენ ბრანსონზე დაჯარიმდა, რომელმაც ერთი ტყორცნა გამოიყენა და ნიუიორკელებს გამარჯვება მოუტანა.

„სან ანტონიოს“ რიგებში ყველაზე შედეგიანი ვემბანიამა იყო – 29 ქულა, 9 მოხსნა, 4 დაფარება, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა. „ნიუ იორკი“ გუნდურად კარგად გაისარჯა – 10-ქულიანი ზღვარი ხუთმა მოთამაშემ გადალახა, მათ შორის კი საუკეთესო კარლ-ენტონი თაუნსი იყო 21 ქულით.

სერიის მესამე მატჩი ნიუ იორკში 9 ივნისს არის დაგეგმილი.