მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოსკარი“ გარი ოლდმენმა მიიღო
საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში „ოსკარი“ გადაეცა ლეგენდარულ ინგლისელ მსახიობს გარი ოლდმენს. ეს მსახიობის პირველი „ოსკარია“.
ოლდმენის 30-წლიანი კარიერა უამრავი განსხვავებული პერსონაჟით არის წარმოდგენილი. მისი უკანასკნელი გამოწვევა კი ჩერჩილის როლია, რომლისთვისაც „ოქროს გლობუსი“, „ბაფტა“ და ახლა უკვე „ოსკარი“ დაიმსახურა.