ლევან გოგიჩაიშვილი - „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრა წყალგამყოფია, ეს არის ფასეულობების ირგვლივ კენჭისყრა
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრა წყალგამყოფია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ დასმულ კითხვაზე გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ ჯერ კანონპროექტის კენჭისყრაა ჩასატარებელი.
„ჯერ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი კენჭისყრა. ეს არის ფასეულობების ირგვლივ ჩასატარებელი კენჭისყრა. კენჭისყრა დაგვანახებს, თუ უმრავლესობა მხარს დაუჭერს, მაშინ კობახიძე უნდა წავიდეს. მე ჩემს გადაწყვეტილებას მივიღებ. ეს არის წითელი ხაზი. კენჭისყრა წყალგამყოფია“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2025 წლამდე შეჩერებას ითვალისწინებს. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ გუშინ სხდომის შემდეგ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა აღნიშნულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.