დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ
დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს, ჟურნალისტ ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ამის შესახებ ვიკა ბუკიამ სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ბუკია აცხადებს, მათი ინფიცირების წყარო უცნობია.

მისივე თქმით, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.

„მეგობრებო და ჩემო კოლეგებო, გიდასტურებთ. უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია, ამდენ ზარს და შეტყობინებას ვუპასუხო. თავს კარგად ვგრძნობთ, მხოლოდ ვდარდობ იმ ადამიანებზე, ვისთანაც ბოლო ორი-სამი დღის განმავლობაში გვქონდა მჭიდრო კონტაქტი. აუცილებლად უნდა მოხდეს ამ კონტაქტების კვლევა. როგორც კი საეჭვო სიმპტომები გამოგვივლინდა, დაუყოვნებლივ მივიღეთ ზომები. წყარო სრულიად უცნობია. არანაირ საეჭვო კლასტერთან არ გვქონია კავშირი. ვეცდებით, ესეც გამოვარკვიოთ. მადლობა ყველას“, – წერს ვიკა ბუკია.