გია ვოლსკი - ლევან გოგიჩაიშვილმა წითელ ხაზს გადააბიჯა, როცა საქმიანი კამათის დროს შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიმართა
გია ვოლსკი - ლევან გოგიჩაიშვილმა წითელ ხაზს გადააბიჯა, როცა საქმიანი კამათის დროს შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიმართა

ლევან გოგიჩაიშვილმა წითელ ხაზს გადააბიჯა, როცა საქმიანი კამათის დროს შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიმართა, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პარლამენტის წევრების, ლევან გოგიჩაიშვილისა და შოთა ხაბარელის დაპირისპირებას.

ვოლსკი მომხდარ დაპირისპირებას სამწუხაროს უწოდებს.

„ემოციები ჭარბობს, აზრთა სხვადასხვაობა იყო. ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნები არ უნდა ჩატარდეს და ათეულ ათასობით ადამიანი კორონავირუსის გამო საარჩევნო ყუთს მოწყვეტილი დარჩება ისე, რომ ხმას ვერ მისცემს. საპირისპირო აზრი აქვს უმრავლესობის წარმომადგენლებს. გარკვეულწილად, ვფიქრობ, ლევან გოგიჩაიშვილმა წითელ ხაზს გადააბიჯა, როცა საქმიანი კამათის დროს შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიმართა. სამწუხაროა, რომ ეს პარლამენტში პოლიტიკოსებს შორის ხდება, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდს ახასიათებს. მისი პარტია „ნაციონალებთან“ არ დამიკავშირებია, მაგრამ ნარატივი იმის თაობაზე, რომ ადამიანები საარჩევნო ხმის გარეშე რჩებიან, ზუსტად „ნაციონალების“ პოზიციაა და ეს მოსაზრება ჩამოაყალიბა ლევან გოგიჩაიშვილმა. ერთი და იმავე ნარატივია“, – განაცხადა ვოლსკიმ.