ლევან გოგიჩაიშვილი - რა ახსნა უნდა მოუძებნო იმ ადამიანების საქციელს, რომლებმაც გააზრებულად იციან, რა ჩაიდინა სააკაშვილის რეჟიმმა და დღეს იქ დგანან, ავადმყოფობა
ლევან გოგიჩაიშვილი - რა ახსნა უნდა მოუძებნო იმ ადამიანების საქციელს, რომლებმაც გააზრებულად იციან, რა ჩაიდინა სააკაშვილის რეჟიმმა და დღეს იქ დგანან, ავადმყოფობა

ვერ ვხვდები, რა ახსნა უნდა მოუძებნო იმ ადამიანების საქციელს, რომელმაც გააზრებულად იციან, რა ჩაიდინა სააკაშვილის რეჟიმმა და დღეს იქ დგას, ავადმყოფობა, სხვა რა უნდა უწოდო ამას, – ამის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, უმრავი მტკიცებულება არსებობს, სააკაშვილის, როგორც დამნაშავედ გამოსაცხადებლად.

„ვერ ვხვდები, რა ახსნა უნდა მოუძებნო იმ ადამიანების საქციელს, რომელმაც გააზრებულად იციან, რა ჩაიდინა სააკაშვილის რეჟიმმა და დღეს იქ დგას? უმრავი მტკიცებულება არსებობს, სააკაშვილის, როგორც დამნაშავედ გამოსაცხადებლად. უმრავლესობიდან საარჩევნო კოდექსის ჩავარდნის გამო კი არ ვარ წამოსული, იმის გამო წამოვედი, როცა დამაყენეს ფაქტის წინაშე, რომ სულხან მოლაშვილის მოსამართლეებისთვის სამუდამო ლეგიტიმაცია უნდა მიმეცა, მე არჩევანი გავაკეთე. პრობლემურია მართლმსაჯულება, რადგან ისევ ის ხალხია, რომლებიც ადამიანებს ციხეში უაპელაციოდ უშვებდნენ“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კითხვაზე, არის მოსაზრება, რომ ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჯდომა არის რთული პოლიტიკური საკითხი და ყველაზე მარტივად მისი ექსტრადირება შესაძლებელია, რომ მოხდეს უკრაინაში, ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა: „ეს „ქართული ოცნების“ დასასრულის დასაწყისი იქნება, თუ პროცესი ასე წავა. ჩვენ შანტაჟში ვერ ვიცხოვრებთ – „მგელი მოვა, მგელი მოვაზე“ არ არის ლაპარაკი, განვითარება გვინდა, ერთ ადგილას ვდგავართ, ვტკეპნით, კიდევ უფრო უკან წავალთ. ამ ტყვეობაში ადამიანი ბოლოს ვეღარ გაძლებს. ამით ვაჭრობა, სპეკულაცია, ეს თუ არა, ის იქნება, ეს კიდევ უფრო დიდი დანაშაულია, შეიძლება უფრო უარესი პროცესი მივიღოთ“.

ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პროცესების ასე განვითარების გამო პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ხელისუფლებას ეკუთვნის.

„ხელისუფლებას რომ იღებ, მორალური ლეგიტიმაცია ხომ უნდა გქონდეს? „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ვერაფერს გააკეთებენ, რევანშისა და შურისძიების მეტი არაფერი მოხდება – იმაზე უარეს მოხდება, რაც ხდებოდა. ამხელა ბოღმა, რომ შემოესევა და გადმოეფინება, ამაზე ადამიანი რომ ფიქრობ, შეიძლება ყველა გადაწიო და ფარად დადგე. თქვენ წარმოგიდგენიათ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კოალიცია? რამდენ ხანში გაანადგურებს იმ თავის კოალიციას? ალბათ ორ თვეში ეს კოალიცია აღარ იარსებებს, იმათ უბრალოდ შეჭამენ. ერთმანეთი არ დაინდეს ხელისუფლებაში, რომ მოვიდნენ 2003 წელს, ვინ ვის დაინდობს, რა კოალიცია და ვინ დააბალანსებს“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.