ლეგიონი „აზოვი“ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის კადრებს ავრცელებს
ლეგიონი „აზოვი“ მარიუპოლიდან, „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის კადრებს ავრცელებს.
გაერო-მ და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დღეს გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, 100 ადამიანისგან შემდგარი პირველი ჯგუფი კონტროლირებადი რაიონისკენ უკვე მიემართება.