ვოლოდიმირ ზელენსკი – „აზოვსტალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო, 100-მა ადამიანმა ქარხანა უკვე დატოვა
„აზოვსტალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო, 100 ადამიანისგან შემდგარი პირველი ჯგუფი კონტროლირებადი რაიონისკენ უკვე მიემართება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ხვალ მათ ზაპოროჟიეში შეხვდებით. მადლობელი ვარ ჩვენი გუნდის! ახლა ისინი გაერო-სთან ერთად მუშაობენ ქარხნიდან დანარჩენი მოქალაქეების ევაკუაციაზე“, – აღნიშნავს ზელენსკი.
Evacuation of civilians from Azovstal began. The 1st group of about 100 people is already heading to the controlled area. Tomorrow we’ll meet them in Zaporizhzhia. Grateful to our team! Now they, together with #UN, are working on the evacuation of other civilians from the plant.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) May 1, 2022