ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ მარიუპოლში ჩავიდა
ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ მარიუპოლში ჩავიდა

კრემლის მიერ გავრცელებული ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ მარიუპოლში ჩავიდა.

როგორც კრემლის განცხადებაშია აღნიშნული, პუტინი მარიუპოლში ვერტმფრენით ჩაფრინდა, ქალაქის რამდენიმე რაიონი მოიარა და ადგილობრივ მცხოვრებლებს ესაუბრა.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინი ანექსირებულ ყირიმში იმყოფებოდა.