გაერო-სა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, მარიუპოლიდან, „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო
გაერო-სა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, მარიუპოლიდან, „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

გაერო-სა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, ქალაქ მარიუპოლიდან, „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ადასტურებს, რომ გაერო-სთან და კონფლიქტის მონაწილე მხარეებთან კოორდინირებული მუშაობით მიმდინარეობს უსაფრთხო გაყვანის ოპერაცია. მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის განკუთვნილმა კოლონამ გაიარა დაახლოებით 230 კმ და მიაღწია მარიუპოლის ქარხანას შაბათს დილით. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დაჟინებით მოითხოვს, რომ დეტალების გავრცელება არ შეიძლება იქამდე, ვიდრე სიტუაცია არ მოგვცემს ამის შესაძლებლობას, რადგან ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი მოსახლეობის და კოლონის უსაფრთხოებას“, – ნათქვამია წითელი ჯვარის განცხადებაში.

მარიუპოლიდან საევაკუაციო პროცესის მიმდინარეობა დაადასტურა გაერო-ს წარმომადგენელმაც.