22 წლის მამუკა გაწერელიას, რომელიც მარიუპოლში იბრძოდა, დონეცკის ოლქის სეპარატისტებმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
22 წლის მამუკა გაწერელიას, რომელიც მარიუპოლში იბრძოდა, დონეცკის ოლქის სეპარატისტებმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოს მოქალაქეს, 22 წლის მამუკა გაწერელიას, რომელიც უკრაინის ქალაქ მარიუპოლში იბრძოდა, დონეცკის ოლქის სეპარატისტებმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

რუსეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დონეცკის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა უკრაინის შეიარაღებული ძალების მსროლელს.

განცხადების თანახმად, მამუკა გაწერელია უკრაინაში 2022 წლის მარტში ჩავიდა, სადაც კონტრაქტი გააფორმა უკრაინის შეირაღებულ ძალებთან, რის შემდეგად მარიუპოლში გაიგზავნა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საცხოვრებელ კორპუსში ყოფნისას მამუკა გაწერელიამ ცეცხლი გაუხსნა ოთხ რუს ჯარისკაცს, რომელთაგან სამი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. დონეცკელი სეპარატისტების გადაწყვეტილებით, მამუკა გაწერელია სასჯელის მოხდისთვის სპეციალური რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში გაიგზავნება.