ლაშა ნოზაძე - მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლოა, მისი სამართალმემკვიდრე მოიძებნოს
ლაშა ნოზაძე - მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლოა, მისი სამართალმემკვიდრე მოიძებნოს

იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა, სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება აქვს, – განაცხადა პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორმა, ლაშა ნოზაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრე მოიძებნოს, რაც სამართალდარღვევა არ არის“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ.

მისივე თქმით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია, მომხმარებლის საცხოვრებელ მისამართზე ნებისმიერი ნივთი დააყადაღოს. 

გადაცემის წამყვანის, მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად სწორია წერილის ფორმა, რითაც მოქალაქეების გაფრთხილება ხდება და როგორ უნდა მიხვდეს მოქალაქე, რომელსაც იურიდიული განათლება არ აქვს, რომ გადაწყვეტილება ნამდვილად სასამართლოს მიერ არის მიღებული, ლაშა ნოზაძემ განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში მოქალაქემ იურისტს, ადვოკატს უნდა მიმართოს.

მისი თქმით, გაფრთხილების წერილი, შეტყობინების ტექსტი და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, რაც პრობლემური აქტივების ბიუროს მსესხებლებთან და მომხმარებლებთან აქვს, მათ შორის, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან არის შეთანხმებული.