„საბურთალოს“ მწვრთნელი - „სტიაუასთან“ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ვიბრძოლებთ #1TVSPORT​
„საბურთალოს“ მწვრთნელი - „სტიაუასთან“ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ვიბრძოლებთ #1TVSPORT​

„საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ ბუქარესტის „სტიაუასთან“ კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე პირველი შეხვედრის მოგების შემდეგ „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და შეხვედრის შეფასებასთან ერთად, მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ძალიან მაგარი ბიჭები გვაყვს, ბევრისთვის ეს დიდ ფეხბურთში პირველი ნაბიჯებია და მათ მადლობას ვუხდით. დღეს მიზანი გამარჯვება გახლდათ, მეტის გატანაც შეგვეძლო, გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. მაგრამ ეს ნახევარი ნაბიჯია.

დარწმუნებული ვარ, გაცილებით რთული განმეორებითი მატჩი გველის. მჯერა, ჩვენი ბიჭები ბოლომდე იბრძოლებენ და ბუქარესტშიც მოსაგებად და შემდეგი ეტაპზე გასასვლელად ვითამაშებთ.

აქვს თუ არა გუნდს რესურსი? ჩემი აზრით, ამ რესურსით შეიძლება გასვლაზე ფიქრი. ამჟამად, მიკროტრავმების გარდა, სერიოზული არავის არაფერი სჭირს. დღეს და წინა მატჩში „პარტიზანთან“ გამოჩნდა, რომ ამ ბიჭებს შესწევთ ძალა, იბრძოლონ და პირობას გაძლევთ, რომ მაქსიმუმს გააკეთებენ.

რა ცვლილებები იქნება შემდეგ შეხვედრაში, ჯერ ვერ გეტყვით.  რაც შეეხება ბათუმის „დინამოს“, შედეგი დასანანი და მოულოდნელი იყო. ტირანაშიც ვუთხარი ბიჭებს, რომ ერთადერთი გუნდი ვიყავით, ვისაც შეეძლო გულშემატკივმები გაეხარებინა. შევეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

გვინდოდა, რომ ბურთი გვეკონტროლებინა, მაგრამ, „სტიაუას“ ძალიან მაღალი კლასის მოთამაშეები ჰყავს. შეტევაში, მგონია, იქაც თამამები ვიქნებით და შანსები იქაც გვექნება, რომ შევუტიოთ“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ.

კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე „საბურთალოსა“ და „სტიაუას“ განმეორებითი შეხვედრა ბუქარესტში 28 ივლისს გაიმართება.