საფეხბურთო ტაიმაუტი | ლაშა ნოზაძე - შესაძლოა, ალბანელებთან მატჩამდე „საბურთალო“ გავძლიერდეთ #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ლაშა ნოზაძე - შესაძლოა, ალბანელებთან მატჩამდე „საბურთალო“ გავძლიერდეთ #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ კონფერენს ლიგისთვის გუნდის მზადებაზე ისაუბრა.

„რასაკვირველია, ვიბრძოლებთ „პარტიზანთან“. არ იქნება ადვილი, მაგრამ დღეს ბრძოლა ყველასთან შეიძლება. ალბანური გუნდი გამოცდილია, წლებია, ევროთასებზე თამაშობს, მაგრამ ჩვენც მოგვიწია თამაში და რამდენიმე კარგი მატჩი ჩავატარეთ, თუნდაც „შერიფი“ ავიღოთ, რომელიც გავაგდეთ.

– გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და საჭიროებს განახლებას და გაძლიერებას. ჩვენც ვმუშოაბთ, რომ წერტილოვნად გავძლიერდეთ და ახალი ფეხბურთელები დავიმატოთ. იმის იმედიც მაქვს და მჯერა, რომ შეგვიძლია ამ ბარიერის გადალახვა და წინ და წინ სვლა.

– ჩვენს ხელმძღვანელობასთან ერთად ვაპირებთ გაძლიერებას, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ახლო მომავალში რამდენიმე მოთამაშეს დავიმატებთ. ვცდილობთ, რომ ეს ალბანელებთან მატჩამდე მოხდეს.

– დანიშვნის შემდეგ გუნდში დიდი ცვლილებები არ შემიტანია, რადგან ამის დროც არ იყო. მხოლოდ ორი მოთამაშე დავიმატეთ, გურამ გოშთელიანი და გიორგი ჯინჯოლავა. ვცდილობთ ფეხბურთელების დამატებას და კორექტივებს მერე და მერე შევიტანთ.

– „პარტიზანი“ გადაულახავი ნაღდად არ არის, მაგრამ ფიზიკურად ძლიერი გუნდია. 9 ახალი ლეგიონერი დაიმატეს, ზოგადი ინფორმაცია გაგვაჩნია და ახლა ალბანელების თამაშის ანალიზს ვასრულებთ.

– ჩვენ წელსაც სერიოზულად ვიბრძოლებთ, ევროტურნირებს საგზური წელსაც რომ მოვიპოვოთ. წინ 16 ტურია დარჩენილი, ყვლაფერი წინაა და შანსი გვაქვს. წელს შარშანდელთან შედარები ჩემპიონატში ტემპმა იმატა. იყო კვარაცხელიასა და დავითაშვილის ფაქტორი, მეტი ხალხიც დადის და გუნდებიც უკეთ დაკომპლექტებულები არიან. მეც ვფიქრობ, რომ დონე მომატებულია.

– ინფრაქტრუქტურა მნიშვნელოვანია – სამწუხაროდ, ყველა ქართულ გუნდს საკუთარი ბაზა არ აქვს, რაც ხელისშემშლელი ფაქტორია, მაგრამ ქართული ფეხბურთი წინ მიდის და იმედი მაქვს, ნელ-ნელა ამასაც მოევლება. ბაზა ჩვენც არ გვაქვს და დიღომში ვთამაშობთ. როგორც ვიცი, ჩვენი პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი გეგმავს, რომ საკუთარი ბაზა შეიძონოს და ეს საქმეს გაგვიადვილებს. ვიტყოდი, რომ ეს აუცილებელია.

– „ვალენსიასთან“ კონტრაქტი წელს გაფორმდა, მათი კურატორი აკადემიაშია და საწვრთნელ პროცესს აკვირდება, აანალიზებს. რაც ვიცი, ფეხბურთელები წავლენ, არის ფეხბურთელებზე შემოთავაზებები. არის იდეაც და შესაძლებლობაც, რომ მომავალში ეს მოხდეს.

– ვისარგებლებ შემთხვევით და ევროტურნირებზე მონაწილე ყველა ქართულ გუნდს წარმატებებს ვუსურვებ“. – განაცხადა „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა.

კონფერენს ლიგის I შესარჩევი ეტაპზე „საბურთალო“ ალბანურ „პარტიზანს“ პირველ მატჩში 7 ივლისს გორის „თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე უმასპინძლებს, ხოლო განმეორებით შეხვედრაში 14 ივლისს ტირანაში დაუპირისპირდება.