„საბურთალოს“ მწვრთნელი - „სტიაუა“ კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, თუმცა სისუსტეები მათაც აქვთ #1TVSPORT
„დინამო არენაზე“ „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ნოზაძემ პერსკონფერენცია გამართა და კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე ბუქარესტის „სტიაუასთან“ პირველი მატჩისთვის გუნდის მზადებაზე ისაუბრა.
„მეტოქე ტიტულოვანი კლუბია თავის ქვეყანაშიც და ევროპაშიც. დღეს ძველებური წარმატებები აღარ აქვთ, მაგრამ ორჯერ ევროტურნირის პლეი ოფში გავიდნენ და ვერ გადალახეს.
– პატივს ვცემთ მეტოქეს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ღირსეულად ვეთამაშოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. სამწუხაროდ, ჯგრენაიას პირველ თამაშში კუნთი დაეჭიმა და ბუქარესტში არ გვყავდა და ვერც ვერ დაგვეხმარება, მაგრამ დაგვიბრუნდა ქურდაძე, რომელიც ჩვენი აღზრდილია. კარგია, რომ გუნდში კონკურენციაა. კარგი ახალგაზრდა მეკარე გვყავს მეგრელიშვილის სახით. ამის გამოც მოვიყვანეთ ქურდაძე, რომ კონკურენცია იყოს და ვინც უკეთესი იქნება, ის ითამაშებს.
– რასაკვირველია, მეტოქე შევისწავლეთ, მაგრამ თამაშიდან გამოჩნდება, ეს როგორ მოვახერხეთ. „სტიაუა“ ბევრი კარგი ფეხბურთელითაა დაკომპლექტებული, თუმცა სისუსტეები მათაც აქვთ და შევცდებით, ამით ვისარგებლოთ.
– შანსებზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ მიმაჩნია, რომ შანსები 50/50-ზეა. „დინამო არენაზე“ თამაში გადამწყვეტი ფაქტორი არ არის. მადლობა გორელებს, რომ კარგი მასპინძლობა გაგვიწიეს, მაგრამ იქ ბევრი ბევრი გულშემატკივარი ვერ ჩამოვიდოდა.
– რატომ ვიგებთ მარტო გასვლაზე? ძნელი სათქმელია, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ პირველ მატჩში გორშიც კარგი სტატისტიკა გვქონდა, მაგრამ იყო მღელვარება და გუნდმა საკუთარი შესაძლებლობა ვერ გამოავლინა. გასვლაზე კი საკუთარი თავის უფრო ვირწმუნეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ, რადგან ორივე მატჩში ვაჯობეთ“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ.
კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე „საბურთალოსა“ და ბუქარესტის „სტიაუას“ პირველი შეხვედრა „დინამო არენაზე“ 21 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.