კიევში ურთიერთშელაპარაკებისას მოკრივემ სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი ერთი დარტყმით მოკლა
კიევში ურთიერთშელაპარაკებისას მოკრივემ სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი ერთი დარტყმით მოკლა

კიევში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე პროფესიონალმა მოკრივემ სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი ერთი დარტყმით მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკრივე ქუჩაში ძაღლებს ასეირნებდა, რა დროსაც მას უსაფრთხოების დაცვის თანამშრომელთან, 26 წლის მამაკაცთან შელაპარაკება მოუვიდა. მოკრივემ მას სახის არეში დაარტყა, რის შედეგადაც მამაკაცი მიწაზე დაეცა და ადგილზე დაიღუპა.

ყოფილი სპორტსმენი პოლიციას ჩაბარდა. მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.