მექსიკელ მოკრივეს ოთხი ტყვია ესროლეს

22:48, 01.11.2018

მექსიკელი პროფესიონალი მოკრივე, ხორხე ლარა (29-1-2, 21KO) კრიტიკულ მდგომარეობაშია – იტყობინება ESPN Deportes-ი.

ოთხშაბათს, ქალაქ გვადალახარაში, მოკრივე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ინციდენტის დეტალები უცნობია, თუმცა იტყობინებიან, რომ მოკრივეს ოთხი ტყვია ესროლეს.

2018 წლის აპრილში, ლარამ პროფესიულ რინგზე პირველი ბრძოლა წააგო – ის ნოკაუტში, დომინიკელმა კლაუდიო მარერომ ჩააგდო. ამის შემდეგ, ლარა თავის პრომოუტერს დაშორდა და ახალი ჯერ არ უპოვია.

მსგავსი