მეივეზერი რინგზე დასაბრუნებლად ვარჯიშობს
მეივეზერი რინგზე დასაბრუნებლად ვარჯიშობს

კრივში რამდენიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ფლოიდ მეივეზერი რინგზე დაბრუნდება კიდევ ერთი ბრძოლის ჩასატარებლად. როგორც TMZ იტყობინება, საუბარი არ არის კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ კიდევ ერთ ბრძოლაზე.

მანამდე ამერიკელმა უკვე განაცხადა, რომ კიდევ ერთი ბრძოლის ჩატარების შესაძლებლობას განიხილავს. პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი მოკრივე მიიჩნევს, რომ შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება და სრული დატვირთვით ვარჯიშობს ლას ვეგასის ერთ-ერთ დარბაზში.

შეგახსენებთ, რომ მეივეზერი ერთხელ უკვე დაბრუნდა რინგზე: 2015 წელს, ის წავიდა კრივიდან, მაგრამ გამოაცხადა კარიერის განახლების შესახებ მაკგრეგორთან ბრძოლის გამო. ეს შეხვედრა 26 აგვისტოს გაიმართა და ფლოიდმა მე-10 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. ეს იყო მის კარიერაში 50-ე ბრძოლა და 50-ე მოგება.