საქართველოს 22 წლამდე მოკრივეთა ნაკრები თბილისში სამი ოქროს მედლით დაბრუნდა

22:37, 29.01.2018

საქართველოს 22 წლამდე მოკრივეთა ნაკრების წევრებმა ნიკოლოზ ბეგაძემ, სახილ ალახვერდოვმა და ლაშა გურულმა ხარკოვში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედლები მოიპოვეს.

ბაისანგურ მადიევმის ფინალურ ორთაბრძოლაზე, მსაჯების ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ფრე გამოცხადდა, ხოლო გიორგი ჭიღლაძემ მხოლოდ ერთი ბრძოლა მოიგო.

საქართველოს 22 წლამდე მოკრივეთა ნაკრების წევრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც 24 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით რუმინეთი უმასპინძლებს.

მსგავსი