ფრანგმა მოკრივემ თვითმფრინავის გატაცება არ დაუშვა
ფრანგმა მოკრივემ თვითმფრინავის გატაცება არ დაუშვა

კრივში საფრანგეთის ჩემპიონმა, ტარიკ საჰიბედინმა არ დაუშვა თვითმფრინავის გატაცება, რომელიც მიუნხენიდან პარიზში მიფრინავდა, – წერს ჟურნალისტი არნო რომერო საკუთარ „ფეისბუქზე“.

მოკრივემ მოახერხა მამაკაცის ნეიტრალიზება, რომელიც პილოტთა კაბინაში შეღწევას ცდილობდა, რათა თვითმფრინავისთვის კურსის შეცვლა მოეთხოვა.

საჰიბედინმა გამტაცებელი იატაკზე დააგდო და მისი გაკოჭვა მოახერხა. პარიზის აეროპორტში დამნაშავე პოლიციას გადასცეს, მოკრივემ კი მგზავრებისა და ჟურნალისტების აპლოდისმენტები მიიიღო.