ყოფილი მოკრივე აფრიკაში ქვებით ჩაქოლეს
ყოფილი მოკრივე აფრიკაში ქვებით ჩაქოლეს

კრივში აფრიკის ყოფილი ჩემპიონი, სამხრეთაფრიკელი მანელისი მბილასე ქვებით ჩაქოლეს. ის ბოროტმოქმედთან ერთ-ერთი ბანდის ლიდერი იყო. მედიის ცნობით, მბილასე მატარებელში ორ ქალს დაესხა თავს. თავდასხმის შემდეგ, დაზარალებულებმა მიაკვლიეს მოკრივეს, რომელიც ტანსაცმლის გამოცვლასა და მოპარული ჩანთის დამალვას ცდილობდა. მისმა თანამზრახველებმა გაქცევა მოახერხეს. მანელისი კი ურიკაში ჩასვეს და ადგილობრივი მერიის შენობის წინ მიიყვანეს. ქვებით ჩაქოლვის შემდეგ, ყოფილი მოკრივე პოლიციელებმა და ექიმებმა იხსნეს ადამიანებისგან, რომლებიც მას დაწვას უპირებდნენ. მოკრივე საავადმყოფში გარდაიცვალა. გარდაცვლილის ძმამ განაცხადა, რომ ყოფილი მოკრივე ნარკოტიკებს მიეძალა და „მხოლოდ ახალ დოზაზე ფიქრობდა“.