ხელისუფლების წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს [ფოტო]
ხელისუფლების წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს [ფოტო]

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, თბილისის მერი კახა კალაძე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები.

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას ასევე პატივი მიაგო საქართველოში უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა.