მასობრივი ევაკუაცია კალიფორნიაში. ძლიერი ხანძრის გამო, საკუთარი სახლის მიტოვება 27 000 ადამიანს მოუხდა. ცეცხლი დასახლებებს ღამით მიუახლოვდა.
მეხანძრეებმა მოქალაქეები გააფრთხილეს, რომ ხანძარი სწრაფად ვრცელდებოდა და მასთან გამკლავებას ისინი ვერ შეძლებდნენ. წინასწარი ცნობებით, დამწვარია 12 000 ჰექტარი.
ძლიერი ქარის გამო, ცეცხლმა ტყის მასივი და სახლები რამდენიმე საათში გაანადგურა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ის ცეცხლმოკიდებული რაიონებიდან გაქცევის მცდელობის დროს ავარიაში მოჰყვა.
დამწვარია 150-ზე მეტი შენობა. 260 000 ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ადგილზე მობილიზებულია 500 მეხანძრე. მიუხედავად ამისა, ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება.