დონალდ ტრამპი ხანძრის შედეგად დაზარალებულ კალიფორნიაში ჩავიდა [ფოტო]
დონალდ ტრამპი ხანძრის შედეგად დაზარალებულ კალიფორნიაში ჩავიდა [ფოტო]

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტყის ხანძრის შედეგად დაზარალებული კალიფორნია მოინახულა.

დონალდ ტრამპი შტატის გუბერნატორს და სტიქიით დაზარალებულებს გაესაუბრა. ტრამპი მოსახლოებას დაპირდა, რომ მათ დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.

ხანძარს 71 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 1000-ზე მეტი ადამიანი კი ამ დრომდე, დაკარგულად მიიჩნევა.