აშშ-ში ტყის ხანძარს სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-ში ტყის ხანძარს სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე, ტყის მასივებზე გავრცელებულ ხანძარს სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა. ხელისუფლებაში შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან არიან დაკარგულებიც.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, დამწვარია ათასობით საცხოვრებელი სახლი. ვითარება ყველაზე მწვავეა კალიფორნიაში, ორეგონისა და ვაშინგტონის შტატებში, სადაც 100-მდე მასშტაბური ცეცხლის კერა მძვინვარებს.

სტიქიის სალიკვიდაციო პროცესში ჩართულია 29 ათასამდე მეხანძრე. ორეგონის გუბერნატორის განცხადებით, მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ცეცხლმა 4 000 კვადრატული კილომეტრი ფართობი გადაწვა. ევაკუირებულია 40 000-მდე ადამიანი.

ორშაბათს კალიფორნიაში ჩასვლას გეგმავს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

დატოვე კომენტარი