„სიენენი“ - კალიფორნიაში ხანძრის შედეგად გამოწვეული დაკვამლიანების გამო, მზე აღარ ჩანს [ფოტო]
„სიენენი“ - კალიფორნიაში ხანძრის შედეგად გამოწვეული დაკვამლიანების გამო, მზე აღარ ჩანს [ფოტო]

კალიფორნიის შტატში ხანძრის შედეგად გამოწვეული დაკვამლიანების გამო, მზე აღარ ჩანს. კვამლის გამო, ცა ნარინჯისფრად, ხანდახან კი წითლად გამოიყურება.

„სიენენის“ მეტეოროლოგი აცხადებს, რომ როდესაც კვამლი და ნაცარი უფრო სქელი ხდება, მზის სხივები კვამლში ვეღარ აღწევს, რის შედეგადაც დღის განმავლობაშიც კი სიბნელეა.

აშშ-ის დასავლეთით თითქმის თვეზე მეტია, ხანძრებს ებრძვიან. „სიენენი“ წერს, რომ ამჟამად ქვეყნის დასავლეთით ხანძრის 100-მდე აქტიური კერაა.