ხანძრების პრევენციის მიზნით, კალიფორნიაში 800 000 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
ხანძრების პრევენციის მიზნით, კალიფორნიაში 800 000 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

კალიფორნიაში 800 000 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. ხელისუფლების თქმით, აღნიშნული ნაბიჯი ტყის ხანძრების პრევენციას ისახავს მიზნად. დენის გარეშე დარჩება სან ფრანცისკოც. ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება კერძო საწარმოებსაც. სავარაუდოდ მათ შორის იქნება კომპანია „ეფლის“ სათავო ოფისიც, რომელიც კალიფორნიის შტატში მდებარეობს.

სინოპტიკოსები კალიფორნიის ჩრდილოეთ ნაწილში დღეს ძლიერ ქარს პროგნოზირებენ, რამაც შესაძლოა, ელექტროსადენების გაწყვეტა და ტყეში ხანძრები გამოიწვიოს.

ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის პერიოდში, კალიფორნიაში მოქალაქეებს შეეძლებათ, ისარგებლონ სპეციალურად მოწყობილი ოთახებით, სადაც მათ მობილური ტელეფონის დამუხტვა და დასვენება შეეძლებათ.

შარშან კალიფორნიაში ხანძრების შედეგად ათასობით ჰექტარი ფართობის ტყის მასივი დაიწვა. ხანძრებს ქალაქ ფერედაისში მაშინ 86 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.