კალიფორნიის შტატში ტყის მასივები იწვის
კალიფორნიის შტატში ტყის მასივები იწვის

კალიფორნიის შტატში ტყის მასივები იწვის. მასშტაბური ხანძარის გამო, შტატის ნახევარ მილიონამდე მცხოვრები შესაძლოა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს. ამ დროისთვის ცეცხლმა 10 ათასამდე აკრი ფართობი მოიცვა. ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობს ძლიერი ქარი.

სტიქია სამხრეთისკენ მიიწევს. სინოპტიკოსები ქარის გაძლიერებას ღამით პროგნოზირებენ, რაც კიდევ უფრო გაართულებს სალიკვიდაციო სამუშაოებს. უსაფრთხოების მიზნით, გეიზერვილის დასახლებიდან მოქალაქეთა ევაკუაცია მიმდინარეობს.