კალიფორნიაში მასშტაბური ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
კალიფორნიაში მასშტაბური ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კალიფორნიის შტატში მასშტაბური ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. განცხადება შტატის გუნერნატორმა, გეივინ ნიუსომმა გააკეთა.

მისი თქმით, შტატის ხელისუფლება ხანძართან საბრძოლველად ყველა არსებულ რესურსს იყენებს.

შტატიდან 200 000 ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. შტატის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში ორ მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 3 000 ადამიანი იღებს მონაწილეობას.