კამერუნში გატაცებული მოსწავლეები გაათავისუფლეს. 78 მოწაფე კვირას ბამენდას რეგიონიდან გაიტაცეს. გათავისუფლებულთა შორის არის სკოლის ავტობუსის მძღოლი, თუმცა პედაგოგი და დირექტორი კვლავ ტყვეობაში არიან.
როგორც ოფიციალური პირები ამბობენ ბავშვები, რომელთა ასაკიც 11-დან 17 წლამდე მერყეობს, თავს კარგად გრძნობენ.
მთავრობამ მომხდარში სეპარატისტები დაადანაშაულა, რასაც თავად ისინი უარყოფენ.
კამერუნის ამ რეგიონში მოქმედი სეპარატისტები ახალი სახელმწიფოს – ამბაზონიას დაფუძნებას ითხოვენ. ისინი კამერუნის ამ რეგიონში ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე უმცირესობას წარმოადგენენ.