კამერუნში შეიარაღებულმა პირებმა ხუთი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი მოკლეს
კამერუნში შეიარაღებულმა პირებმა ხუთი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი მოკლეს

კამერუნში შეიარაღებულმა პირებმა ხუთი სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით, ერთ-ერთ სამხედრო საგუშაგოზე იერიშის დროს მოხდა.

ეს მიმდინარე კვირაში, რიგით უკვე მეორე თავდასხმაა. ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობაზე „ისლამურ სახელმწიფოს„ აკისრებს.