ჩადში შეიარაღებული თავდასხმის დროს 50-ზე მეტი მეთევზე დაიღუპა
ჩადში შეიარაღებული თავდასხმის დროს 50-ზე მეტი მეთევზე დაიღუპა

ჩადში შეიარაღებული თავდასხმის დროს 50-ზე მეტი მეთევზე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თავდასხმა კამერუნის საზღვართან ახლოს, ჩადის ტბასთან მოხდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ თავდასხმა „ბოკო ჰარამმა“ განახორციელა.

ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ 2009 წელს, ნიგერიაში ჩამოყალიბდა. რადიკალები ამჟამად მეზობელ ჩადში, კამერუნსა და ნიგერშიც მოქმედებენ და თავდასხმებს ხშირად ახორციელებენ.