კენიაში შეიარაღებულმა პირებმა ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელი ქალი გაიტაცეს
კენიაში შეიარაღებულმა პირებმა ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელი ქალი გაიტაცეს

სამხრეთ-აღმოსავლეთ კენიაში დაუდგენელი შეიარაღებული პირები ბავშვთა სახლს დაესხნენ თავს და იტალიელი ქალი გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

23 წლის ქალი ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელია.

ინციდენტი კენიის კილიფის რაიონში მოხდა. გავრცელებული ცნობით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა მამაკაცებმა ჯერ ცეცხლი გახსნეს და რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, შემდეგ კი, ახალგაზრდა ქალი მძევლად აიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის სამი ბავშვია. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. თავდამსხმელების ვინაობა უცნობია.