ნორვეგიაში სკოლის მოსწავლემ მასწავლებელს და სკოლის სამ თანამშრომელს დანით ჭრილობები მიაყენა
ნორვეგიაში სკოლის მოსწავლემ მასწავლებელს და სკოლის სამ თანამშრომელს დანით ჭრილობები მიაყენა

ნორვეგიის დედაქალაქში სკოლის მოსწავლემ მასწავლებელს და სკოლის სამ თანამშრომელს დანით ჭრილობები მიაყენა. პოლიციამ ოსლოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ბრინსენგის სკოლის მოსწავლე დააკავა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოსლოს პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

„დაკავებულია ძალიან ახალგაზრდა ბიჭი. კლასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ. ბიჭის დაკავება სკოლის შენობაში მოხდა“, – აღნიშნა ოსლოს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, სვენ კრისტიან ლიემ.

სამართალდამცველები გამოძიებას აგრძელებენ.