სამუელ ეტო’ო კორუფციაშია მხილებული და შესაძლოა, კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დაატოვებინონ #1TVSPORT

16:24, 28.09.2023

„ბარსელონას“ ყოფილი თავდამსხმელი და ამჟამად კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კორუფციაშია ეჭვმიტანილი, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, დაკავებულ თანამდებობას დატოვებს, – იუწყება Marca.

კამერუნის ფეხბურთის ლიგამ ფიფა-ს პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს ღია წერილით მიმართა და სამუელ ეტო’ო კორუფციულ საქმიანობაში ამხილა.

ესპანური გამოცემის ინფორმაციით, ეტო’ოს ბრალს სდებენ კამერუნის ჩემპიონატში გარიგებული მატჩების ორგანიზებასა და აგრეთვე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვაში.

მსგავსი